ლელოს” ინიციატივით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ისინი სამინისტროს ჩაკეტილობასა და სფეროში, ავტორიტარიზმის ნიშნებზე საუბრობენ და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძისგან, რეაგირებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ მას UNESCO- ს მშვიდობის ელჩის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.
ბოლქვაძე წულუკიანის რეპრესიებს “საკადრო პოლიტიკას” უწოდებს და ამბობს, რომ ვერ ჩაერევა. გარდა ამისა, ის არ ფიქრობს, რომ კულტურის სამინისტრო ღია ორგანიზაცია უნდა იყოს:
„არის საკითხები, რომელშიც კულტურის კომიტეტს შეუძლია რაღაც მოისმინოს, მაგრამ არის საკითხები, რაზეც კულტურის კომიტეტი ვერაფრით ჩაერევა მინისტრის საკადრო პოლიტიკაში, ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. როცა საუბარი მიდის ისეთ პრობლემებზე, რომ საკითხი პროკურატურაში იხილება, სასამართლოა და ა.შ. ამ საკითხებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ვერაფრით ვერ ჩაერევით. მე არ ვფიქრობ, რომ საერთოდ კულტურის სამინისტრო უნდა იყოს ღია ორგანიზაცია, არ არის სამინისტრო ღია ორგანიზაცია.” ამბობს ბოლქვაძე.
რაც შეეხება მის მშვიდობის ელჩობას, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობ, რომ ეს მასზე ზეწოლაა:
“არ მესმის, ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მე მომხსნიან იუნესკოს ელჩობიდან, ე.ი. ეს ზეწოლაა ჩემზე, რომ მე თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ მე მომხსნიან, ჯერ ერთი, ვინ მისცა მაგათ (უფლება), არავის მიუცია არავისთვის ამის უფლება, მე ვარ უკვე ელჩი და ვერ ჩამომართმევენ, ეს მინდა კარგად გაითავისონ იმ ადამიანებმა, ვინც სოციალურ ქსელში დაიწყო ასეთი ზეწოლა, რაც ჩემთვის ღიმილისმომგვრელია” ამბობს ელისო ბოლქვაძე.
კომენტარები