ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს:
“მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, მის გენერალს, გადასცემს მას ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს. ვითომ აქ არაფერი არ არის ისეთი ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ზუსტად ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო…
საოცარია და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვინც იხოცება, მისი იურისდიქციის ქვეშ არის ან შეიძლება იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან, თითქმის ყოველდღიური, მღვდელმთავრებთან, ჩემს თანაკურსელებთან და იქ უმძიმესი მდგომარეობაა. ეს იყო გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო, ფიცი აქვთ დადებულიო და მე მივმართავ მას [რუსეთის პატრიარქს]: რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, დახოცვა და ამ უსუსური ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა. ეს საშინელებაა” – ამბობს მეუფე დიმიტრი თავის ქადაგებაში.
კომენტარები