საკონდიტრო კომპანია “სანდომმა” , კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო ფონდში “STOPCOV.ge” – 20 000 ლარი გადარიცხა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, „სანდომის“ საწარმო სრული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებს შეუფერხებელ მუშაობას, რათა ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნას.
როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, შესაბამისი სამსახურის მიერ ყოველდღიურად კონტროლდება როგორც თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე რეგულარულად ტარდება საწარმო ზონებისა და საოფისე შენობის სადეზინფექციო სამუშაოები.
“სანდომი”, აგრეთვე, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და საქველმოქმედო აქტივობებში.
“გვსურს მოვუწოდოთ ყველა კომპანიას, მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ და შეძლებისდაგვარად გვერდით დავუდგეთ ყველას, ვისაც ახლა ეს განსაკუთრებით ესაჭიროება” – აცხადებენ კომპანიაში.
®
კომენტარები