ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკრაინაში შესაძლო „ქიმიური თავდასხმებისთვის ემზადება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„არსებული ვითარების გაურკვევლობის გათვალისწინებით, არ არსებობს გარანტია, რომ ომი არ გაუარესდება. ჯანმო განიხილავს ყველა სცენარს და ახორციელებს საგანგებო მოქმედებებს სხვადასხვა სიტუაციებისთვის. არის შესაძლებლობა, რომ უკრაინის მოსახლეობა დაზარალდეს დაწყებული მასობრივი მსხვერპლით და დამთავრებული ქიმიური თავდასხმებით“.
კომენტარები