ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოზეპ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, დღეს, 8 აპრილს კიევში ჩავიდნენ. ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ მოლაპარაკებას.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი განიხილავენ უკრაინასთან ვაჭრობის განვითარების და ჰუმანიტარული დახმარების წინადადებებს.
სლოვაკეთის მთავრობა გეგმავს უკრაინას ხორბლის ტრანსპორტირების ვარიანტები შესთავაზოს. შეგახსენებთ, უკრაინა, ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია.
გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან დაეხმარონ უკრაინას „რეფორმების გუნდის შექმნაში“, რაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვის დასჭირდებათ.
ევროკავშირის წარმომადგენლები პოლონეთიდან კიევისკენ მატარებლით გაემგზავრნენ.
In #Ukraine w/ @vonderleyen & we'ready to discuss our proposals for helping ?? w/ @ZelenskyyUa & @Denys_Shmyhal. To help getting #EU perspective by creating a #ReformTeam. To offer options for transporting #grains, incl.#wheat & to increase the use of ??#HumanitarianHub. pic.twitter.com/qvm2cxJ9xV
— Eduard Heger (@eduardheger) April 8, 2022
კომენტარები