ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლ–შიმშილაშვილი, წერს:
“Я Зива Меировна!”
– მე ზივა მეიროვნა ვარ!
წარმოიდგინეთ 1965 წელი, მოსკოველი, რუსი, საბჭოთა!!! დიახ, საბჭოთა გენერლის ოჯახი, რუსი ებრაელი გენერალი, რომელიც თვით სტალინის მიერ იყო არაერთი ორდერით დაჯილდოებული, ხო და წარმოიდგინეთ რუსი გენერალი და მისი ოჯახი 1965 წელს, ღამის 11 საათზე რომ კარზე უკაკუნებს სიფრიფანა გოგონა თანმხლებთან ერთად და დამტვრეული რუსულით ეუბნება:
– მე ზივა მეიროვნა ვარ!
ეს რუსი გენერალი კრემლიდან იყო გენერალი ვლადიმირ ვიშნევსკი, ხოლო გოგონა კი მისი ალალი ძმის შვილი, რომლის მხოლოდ დაბადება და არსებობა იცოდა!
გოგონა ისრაელიდან!
ჩემთვის დიდი პატივია ამ გოგონასთან მეგობრობა, ამ გოგონამ თავის სიფრიფანა მხრებით შემოიარა მსოფლიო ქალბატონ გოლდა მეირის დავალებით.
მაშინდელი ისრაელისთვის სწორედ ამ გოგონამ შეკრიბა 150 მილიონი დოლარი!
ამ გოგონამ შემოიყვანა რუსეთიდან 2000 ოჯახი “ნათესავები”…
მისი რუსეთში მოგზაურობის დროს იგონებს, თუ როგორ ჩუმად უდებდნენ ხელში ქაღალდის ნაგლეჯებს სახელებით და გვარებით , მისი ხელი , ჩანთა ივსებოდა ქაღალდის ნაგლეჯებით ვით გოდების კედელი…
ასეთ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ!
გუშინ საათნახევარი ვისხედით, ის მიყვებოდა, მე ცრემლები მსდიოდა, ჩემს წინ იჯდა ისრაელის სახელმწიფოს ცოცხალი ისტორია და თვით გოლდას “პადრუშკა”
“ჩვენ სულ სხვა სახელმწიფოს ვქმნიდით, რას დავემსგავსეთ!
რას ჰგავს ქნესეთი (პარლამენტი), ზოოპარკია !!! ცხოველები!!! სადაა კულტურა? მაგრამ ეს ჩემი ქვეყანაა და სახელმწიფოა, სხვა ქვეყანა მე არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 80 წლამდე ვმუშაობდი ამერიკაში” – ამაყად მითხრა გოგონამ.
ერთადერთი ვაჟი კი ისრაელის სამხედრო გენერალია.
დღემდე “ომშია” ეს პატარა გოგონა, დღემდე შენებაში!!
-ზივა, 90 წლის ხართ, კარგია თუ ცუდი?
– რა თქმა უნდა კარგია, ბევრი გადავიტანე, მაგრამ კარგია!
ცუდი და რთული მარტოობა, კლასელებიდან მარტო დავრჩი, დაქალებიდან 4 დავრჩით, საღი აზროვნებით მხოლოდ 2 ვართ.
მე მიყვარს ზივა.
ზივას და ზივას თაობის დამსახურებაა ის ვინც ვართ დღეს!
და სადაც ვართ დღეს!
მადლობა!
მე გუშინ ზივასთან ერთად პირადად ვესაუბრებოდი ბენ გურიონს, გოლდა მეირს, შიმონ პერესს..”
კომენტარები