კომპანიის “მშვიდი ღვინო” დამფუძნებელი, ბექა კოკაია:
“პოლონეთის ჰოსპიტალში 40-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი მიიყვანეს სხვადასხვა დაზიანებით. ყველაზე უფროსი 14 წლისაა. ამ ბავშვებს მშობლები დაუცოხეს თვალწინ და იქვე უთხრეს, თქვენ არ მოგკლავთ, რომ მთელი ცხოვრება რუსეთის შიში გქონდეთო. ბავშვები აწამეს და გააუპატიურეს, თითო რამდენჯერმე. კბილები ჩაუმტვრიეს და ჭრილობები მიაყენეს.
ეს სადისტები, ეს არაადამიანები, ეს უჯიშოები იქ რას აკეთებენ და ამ ამბების შემდეგ, ჩვენთან ალტინფოს და მსგავს გამყიდველებს რანაირად ვაძლევთ ასეთი ბოგინის საშუალებას? როგორ დადიან ქუჩაში მშვიდად? როგორ უთმობენ ტელეეთერებს? კიდევ აქეთ როგორ არიან გონორზე და როგორ იმუქრებიან? ამ ყველაფრის შემდეგ მთავრობა როგორც ფლირტაობს რუსეთთან რანაირად ვუთმენთ ამდენს? არ ვიცით როგორ აწამეს ანწუხელიძე ან როგორ თამაშობდნენ გაგრაში ქართველი ბიჭების თავებით ფეხბურთს?
რანაირად ვახერხებთ ამას რაც ახლა ჩვენ თავს ხდება?
ჩემ თავსაც ვეკითხები ამას სამწუხაროდ.
აქვე ახლოს გენოციდია, ვიცით, რომ იქ თუ გაიმარჯვა რიგში ჩვენ ვართ და ამ დროს აქ ალტინფოები ბოგინობენ და
მთავრობა რუსეთს არ ახსენებს და
პირიქით ეფერება ამ მოძალადეებს.
მგონი მართლა სადღეგრძელოების ქვეყანა ვართ და ის, რასცა ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, დიდგორზე და ცხრა ძმაზე მითები და ზღაპრებია.
არ ვიცი. ფაქტია, ახლა ჩაჯმულები ვართ. გარედან ასე ჩანს. ჩაჯმული ქვეყანა.”
კომენტარები