უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა:
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, თუ რას ვაპირებთ მომავალში. დღესაც, კიდევ ერთი მხარდაჭერის ნაბიჯი გადადგა საქართველომ უკრაინის მიმართ. „იუნესკოს“ სხდომა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია თავმჯდომარეობს, 47 ქვეყანა ბოიკოტს უცხადებს და ჩაიშალა. საქართველომ ხელი მოაწერა მოთხოვნას, რომ ეს სხდომა ლვოვში ჩატარებულიყო. ეს შესაძლოა თქვენთვის ჯერ ცნობილი არც არის. აქაც საქართველო, რა თქმა უნდა, უკრაინას დაუდგა გვერდში.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოვიყენოთ და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. თითქმის 24 000 უკრაინიდან დევნილი უკვე შეიფარა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ არავის არაფერს ვაყვედრით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ 300 000-ზე მეტი დევნილი ჰყავს საქართველოს, რომელიც დღემდე სახლში ვერ დაგვიბრუნებია. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურად გვიდგას ძალიან მძიმე ჟამი იმის მერე, რაც ცხინვალი, სოხუმი და სხვა ქალაქები დავკარგეთ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, გამოვლილი გვაქვს რა არის ომის ქარცეცხლი, ომის სუსხი, ადამიანების ტანჯვა, წამება, ხოცვა-ჟლეტა, გამოდევნა თავისი ძირძველი საცხოვრისიდან, ქართველების ეთნოწმენდა. მიუხედავად ამისა ჩვენ გავუწოდეთ დახმარების ხელი უკრაინას, ათასზე მეტი ტონა ტვირთია გაგზავნილი, უამრავი აქ შეფარებული ადამიანი, დაპურებული, საცხოვრისი აქვთ და ყველანაირი საშუალება, რომ შვილებს აქ განათლება მისცენ. ეს არის ჩვენი მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ და ჩვენი განცხადებებიც ორაზროვანი არ იყო. ჩვენ ვამბობთ რისი საშუალებაც გვაქვს“
კომენტარები