კომპანიის “მშვიდი ღვინო” დამფუძნებელი, ბექა კოკაია:
“ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ყველამ ზუსტად იცოდა, რომ მსხვერპლი დიდი იქნებოდა და თან აუცილებლად.
ილია მეორემ ფაქტობრივად პირდაპირ თქვა მიტინგზე, კაგებესგან ვიცი, მოდიან, წუთი წუთზე აქ იქნებიან და წამოდით, ქაშუეთში ვილოცოთო.
იქვე მერაბ კოსტავამ თქვა, ესაა ის დიდებული წამი, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრება ელოდებაო.
ყველამ იცოდა, რომ სწორედ მსხვერპლი იყო საჭირო ახალი საქართველოს დაბადებისთვის და ყველა მზად იყო თვითონ ყოფილიყო ეს მსხვერპლი.
გახსოვთ ის კადრი, ახალგაზრდა ბიჭი, გამწარებული ჯოხს რომ ურტყამს ტანკს? ამაზე ემოციური ვიდეო ძალიან ცოტა არსებობს.
მამაჩემზეც მინდა ვთქვა: მე 5 წლის ვიყავი და ბორჯომში წამიყვანა აპრილის დასაწყისში. იქ ბიჭები საღამოობით მატარებლებს ვაცილებდით ხოლმე. ერთხელაც ახალციხიდან სატვირთო მატარებელმა ჩამოიარა თბილისის მიმართულებით და ზედ ძალიან ბევრი ტანკი იდო.
10 აპრილს საღამოს დედამ დარეკა და მითხრა, თბილისში უნდა ჩამოგიყვანო და ოთხივე შვილი უნდა წაგიყვანოთ დაღუპულების პანაშვიდზეო.
ამდენი მიხაკი არც მანამდე და არც მერე არ მინახავს.
მამას თურმე დილმდე ეძებდნენ. არ დაშავებულა, მაგრამ დაშავებულ მეგობრებს ეხმარებოდა.
ცოტა სიბერეში, რამდენიმე წლის წინ მითხრა, დარბევა სანამ დაიწყებოდა ხალხს ძალიან მოწყურდა და ჩვენ მანქანით გავედით ბორჯომის მოსატანადო. როცა ამ ბორჯომს ვურიგებდით ხალხს ზუატად მაგ დროს დაიწყო ამბავი და ჩვენც ეს ბოთლები რისების მიმართულებით ვისროლეთ და იმედი მაქვს რომელიმეს მაინც მოხვდაო.
ასეა: თავისუფლების გარეშე მშვიდობა არ არსებობს. ვიცნ იქ დაიღუპა ეს ყველამ იცოდა და შეგნებულად გაწირეს თავი.
ყველაზე მეტად ზუსტად იმ დაღუპულებთანაა სირცხვილი რაც დღეს ხდება: მშვიდობის სახელით ლაჩრობა რომ აქვს ქვეყანას არჩეული.”
კომენტარები