გორის მერია მორიგ სკანდალში ეხვევა – მოპარულია ხალხის ფული. სავარაუდოდ, მერიის მაღალჩინოსნებმა ნახევარი მილიონი ლარი აზარტული თამაშებისთვის გაფლანგეს. ასობით ათასი ლარი კულტურისა და ტურიზმის აიპიდან 2020-2021 წლებში გაქრა.
ირკვევა, რომ ბუღალტერი თანხას ჯერ აზარტული თამაშების ანგარიშზე, შემდეგ კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. იმისთვის, რომ ბიუჯეტში გარღვევა და დისბალანსი არ ყოფილიყო, აიპის თანამშრომლებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შვებულებაში უშვებდნენ.
კონკრეტული პირების ვინაობას ახლა სუსი ადგენს. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება.
გორის ყოფილი მერი,კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ფინანსური მაქინაციების შესახებ არაფერი იცოდა.
ტვ.პირველი.
კომენტარები