საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარი გადასცეს. . აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები