პოლონეთში მცხოვრები ქართველი მსახიობი ზურა პირველი წერს:
“რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური ალღო მე არა მაქვს, მაგრამ ასე მგონია, რომ ზელენსკის განცხადებები საქართველოს მთავრობაზე და ელჩის გაწვევა იმას ემსახურება, რომ დაანახოს მსოფლიოს, რამხელა მანძილია ქართველ ხალხსა და ქართულ მთავრობას შორის, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა ერთიდაიგივე ცნება არ არის – ანუ, ამ განცხადებებით, რომლებმაც ასე აღაშფოთა ქართული საზოგადოება, შეურაცხყოფა კი არ მოგვაყენა, პირიქით, გვეხმარება.”
კომენტარები