დღეს გავრცელდა ცნობა იმაზე, რომ საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფი მარიუპოლიდან ალყაში იყო, “დღეს შესაძლოა უკანასკნელი ბრძოლა იყოს” – წერდნენ საინფორმაციოები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნიმ მოგვიანებით თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მარიუპოლის დასაცავად. ამის შესახებ მან FACEBOOK-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება და მდგომარეობა სტაბილურია.
“ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გამარჯვებისთვის და სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ყველა მიმართულებით”.- აღნიშნავს ზალუჟნი.
კომენტარები