აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე უკრაინას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს:
“სიზმარში ჩვენთან მოდიან და გვჩურჩულებიან – „იბრძოლე, შვილო, იბრძოლე, მამა, იბრძოლე საყვარელო“. უკრაინელებო, გესმით?! არასოდეს დაივიწყოთ ისინი, ვისი შთამომავალიც ხართ და ვისი სისხლიც ჩქეფს თქვენს ძარღვებში. ვალდებულები ვართ, გავერთიანდეთ – გავერთიანდეთ სასურველი გამარჯვებისთვის. დავამარცხოთ ბოროტება, რომელიც ყველაფერ ცოცხალს ანადგურებს, ის, ვინც სინათლეს სიბნელეში ცვლის. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, მოგიწოდებთ ბრძოლისკენ.
მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს და იმ ადამიანებს, ვისაც მოქმედებისთვის სიმამაცე ჰყოფნით. გამოდით ქუჩაში, გამოფინეთ ლურჯ-ყვითელი დროშები. მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქალაქის ქუჩაში გამოდით და გამოფინეთ უკრაინის დროშები. მოუწოდეთ პოლიტიკოსებს გადამწყვეტი მოქმედებებისთვის რათა მარიუპოლი, ხერსონი, იზიუმი და სხვა უკრაინული ქალაქები ალყიდან დაიხსნან. დაეხმარეთ ჩვენს მთავრობას და იბრძოლეთ უკრაინისთვის. გააკეთეთ ეს ჩვენი დაღუპულებისთვის, ცოცხლად დარჩენილი და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ გვჯერა უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უკრაინული მარიუპოლისთვის.
დიდება უკრაინას. ომის 47-ე დღეს ყველანი შევიცვალეთ და დავბერდით. უფრო მეტად დავაფასეთ ლურჯი ცა და ყვითელი მზე. ყოველ უკრაინელს გულზე ნაიარევი მოემატა. ნატანჯი, ნაწამები და უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების სულები ზეცაში გველოდებიან.”
ვიდეოს და თარგმანს მთავარი არხი ავრცელებს.
კომენტარები