ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მას გუშინ უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის” თავმჯდომარისა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას გათავისუფლება არ მოუთხოვია:
“ჩანს, როგორი ფეიკები არიან ეს ადამიანები. სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ ხელისუფლებებს შორის იყო სუფთა ურთიერთობები. ამათ თქვეს მეოთხე არახამია, რაც არის ტყუილი. მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე, კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? სააკაშვილი, რომელიც არის უმძიმესი კრიმინალი, ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი”, – ამბობს კობახიძე.
კომენტარები