ოკუპანტებმა ხარკოვზე შეტევებს უმატეს. რუსი სამხედროების იერიშების შედეგად 20 ათასი სახლი და შენობა დაზიანდა.
გუშინდელი დღიდან დაბომბვამ იმატა, ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს. დღეის მდგომარეობით 1644 მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა. სულ ოკუპანტებმა 2000 შენობა დაანგრიეს და დააზიანეს. იერიშები, პრაქტიკულად, არ წყდება, – ამბობს ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი.
მისივე თქმით, მსხვერპლის რაოედნობა ისევ იზრდება. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.
“არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. სამწუხაროდ, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. კიდევ ერთი ბიჭი გუშინ სროლაში მოჰყვა…მედიკოსები მისი გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ჭრილობები სიცოცხლესტან შეუთავსებელი იყო, – თქვა ქალაქის მერმა.
კომენტარები