ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
“ორივე არის მკვლელი, მათ მკვლელობა ერთობლივად აქვთ დაგეგმილი, მათ ჰყავთ დამკვეთები”, – თქვა სხდომის დაწყებამდე ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ. 22 წის ბიჭის დედა პირდაპირ ამბობს, რომ გამოძიებამ კარგად ვერ იმუშავა, რადგან დამკვეთები ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდებიან:
“ეჭვადაც არ მაქვს, რომ სამართლიანი განაჩენი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის დაისჯება და მიესჯება მკვლელ კაველაძეს და მკვლელ ჭელიძეს. გამოძიება კარგად არ მუშაობდა. ვინც არიან თანამზრახველები, ისინი აქამდე დაკავებულები უნდა იყვნენ. მკვლელობას თანამზახველები ნამდვილად ჰყავს. მე ვერავის სახელსა და გვარს ვერ გამოვყოფ – აც ვასახელებ. არავის დასჯას არ ვითხოვ, მე მათ გადარჩენას ვითხოვ. ისინი, თანამზრახველები არ დაისაჯნენ შესაბამის დროს. დღეს ჩვენ ისინი უნდა გადავარჩინოთ. ისინი მონურ მდგომარეობაში არიან. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცები მათ რარაცეებს აკეთებინებენ. ჩემი შვილი კაველაძესა და ჭელიძეს არ იცნობდა. იმ ორ საცოდავ ახალგაზრდას არ შეეძლო, ჩემი შვილი მოეკლათ. ამ დონეზე შემიძლია ვიფიქრო, რომ საქმეს ყავს დამვეთი”- ამბობს ნიკოს დედა.
კომენტარები