თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. მგზავრებს შეუძლიათ, რომ მხოლოდ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნის მიმართულებით იმგზავრონ.
შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.
კომენტარები