BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს გასულ წელს კოვიდრეგულციების დარღვევის გამო დააჯარიმებენ. პრემიერმინისტრის გარდა ასევე დაჯარიმდება მისი მეუღლე და ხაზინის კანცლერი.
პოლიციის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 50-ზე მეტი ჯარიმა გასცეს.
საქმე ეხება, ლოქდაუნის დროს, მთავრობის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებს, რომელზეც ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციამ გამოძიება 25 იანვარს დაიწყო.
კომენტარები