Femina-ს დამფუძნებელი, ნინო ბაისონაშვილი:
“სულ სხვა რამეები უნდა დამეწერა ბანერზე, ჯაბა, მეგობარო, ხვალ შენს სახელს დავაწერ
მაპატიე, რაც გვიკამათია.
საქართველოს მთავრობააააავ, კი არ წახვიდეთ, წაეთრიეთ, გაიგეეეთ, წაეთრიეეეთ!!!
ჯაბაც მშენებლობიდან ჩამოვარდა. საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, აქტივისტი
ვაიმე, რას არ ველოდი, ამას არა, ვაიმე!”
კომენტარებში, ნინო წერს:
ჯაბას მანდ საერთოდ არ ემუშავა, იოტისოდენა სამართალი რომ არსებობდეს. ენციკლოპედიური ცოდნა ჰქონდა მთელ რიგ დარგებში. მანდ არ უნდა ემუშავა ჯაბას სამართალი რომ არსებობდეს საერთოდ. ეს – ერთი, მეორე კიდევ, ვიცი ვინც რას უნდა აკონტროლებდეს და ისიც რასაც აკონტროლებს, მერე ამგვარი შრომის უსაფრთხოებამ ჯაბასნაირი ბევრი შეიწირა.”
კომენტარები