სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“ფეისბუკში თვალს ვადევნებ რამდენიმე ადამიანის აქტიურობას, ისინი მართლაც კარგად მუშაობენ, ჩვენ რომ ინფორმირებულები ვიყოთ. ეს, წესით, სახელმწიფო რესურსით უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ეს ადამიანები საკუთარი დროის და ენერგიის ხარჯზე მართლაც ტიტანურ შრომას ეწევიან. დიდი მადლობა მათ. ახლა ერთ მათგანის შეგროვებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოდ:
რუსლან შავაძე:
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა შორი მოქმედების არტილერიის უკრაინისათვის მიწოდების შესახებ…
”ვაშინგტონი მუშაობს არტილერიის უკრაინაში გადატანაზე”, – თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი
მისი თქმით, ბაიდენის თანაშემწეს ორსაათიანი საუბარი ჰქონდა უკრაინელ ოფიციალურ პირებთან სამხედრო დახმარების შესახებ.
დეტალები ბუნებრივია არ ვრცელდება
სავარაუდოდ უკრაინას მიაწვდიან(ან მიაწოდეს უკვე):
M270 MLRS-თვითმავალი მრავალფუნქიური გამშვები სარაკეტო სისტემა, მოქმედების რადიუსი 45-70 კმ
MGM-140 (ATACMS)ტაქტიკური სარაკეტო საარტილერიო და ტაქტიკური ბალისტიკური სისტემა, მოქმედებეის რადიუსი 300 კილომეტრი,
M142 HIMARS- მაღალი მობილური საარტილწრიო სარაკეტო სისტემა, 227 მმ კალიბრი, მოქმედების რადიუსი 300-510 კილომენტრამდე…
უკრაინისათვის შეარაღების მიწოდების პრაქტიკაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯლებეთ განცხადებები გადაცემასთან დაკავშირებით ხორციელდება მაშ შემდეგ რაც ის უკვე უკრანაში აქვთ შეტანილი…
ახლა დასკვნის შესახებ,
რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედების დაწყების პირველ დღიდან ვადევნებთ თვალს რუსეთის საბრძოლო ტექნიკისა და კოლონების განადგურების ეფექტიან ტაქტიკის გამოყენებას. უკრაინის ხელთ არსებული არტილერიის, ჯაველინების, ბაიარახტარების და ანალოგიური საშუალებებით უკრაინელი ჯარისკაცები და ქვედანაყოფები ყოველდღიურად მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის შთამბეჭდავ რაოდენობას ანადგურებდნენ.
გარდა თვითონ საბრძოლო სისტემების ტექნოლოგიურობისა და ეფექტიანობისა სახეზე გვაქვს მიზნების აღმოჩენის, დაზვერვისა და ცეცხლის მართვის კარგად აწყობილი სტრუქტურა, სისტემა (დიდი ალბათობით სტრატეგიული პარტნიორების შესაძლებლობებითაც მხარდაჭერილი).
ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველგან ხედავს მოწინააღმდეგეს, ინფორმაცია საბრძოლო სისტემებს გადაეცემა ლაივ რეჟიმში (ან უმნიშვნელო დაგვიანებით) და მოწინააღმდეგე ნადგურდება საბრძოლო სისტემის მოქმედების რადიუსში. ანუ ხედავდა ფრონტის მთელ სივრცეში, შეზღუდული იყო ზემოქმედების სიშორეში ( 30-35 კმ-ით).
რა მოხდება ზემოდ მოყვანილი ინფორმაციის რეალიზაციის შემდეგ?
უკრაინის რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ზემოქმედების ეფექტი გაუთანაბრდება აღმოჩენის და ცეცხლის მართვის ეფექტიანობას.
დასკვნა: შორსმსროლელი საბრძოლო საშუალებების გაჩენის შემდეგ უკრაინა გაანადგურებს მოწინააღმდეგეს არა მხოლოდ შეხების ზოლში, არამედ ღრმა ზურგშიც. უკრაინა შეზღუდული იქნება მხოლოდ გასროლების რაოდენობით. რა ეფექტს მოახდენს ეს ომის მიმდინარეობაზე ძნელი წარმოსადგენი არ არის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება ექნება ბრძოლები (შესაბამისად ომიც) მოიგოს ნაკლების სისხლით, გაცილებით მოკლე დროში და ამ შესაძლებლობის სრული სიმძლავრის ამოქმედების შემდეგ, რუსების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არტილერიის გამოყენება სულ უფრო შემცირდება და გაქრება. აგრეთვე უკრაინის სახმელეთო ოპერაციების საავიაციო მხარდაჭერის მნიშვნელობა შემცირდება და მას გარკვეულწილად შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები ჩაანაცვლებს. დაველოდოთ რამდენად სწრაფად და რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს უკრაინა ამ შესაძლებლობას.”
კომენტარები