საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“12 აპრილის შეჯამება:
– პუტინის ახლო მეგობარი ვიქტორ მედვეჩუკი, რომელის ომის დაწყების პირველსავე საათებში საკუთარი სახლიდან მიმავლა შეძლო – დაკავებულია. რუსული სამხედრო ოკუპაციის პირობებში სწორედ ის შეიძლება დანიშნულიყო კოლაბორაციონისტული მთავრობის მეთაურად. ახლა მას ბორკილები ადევს და უკრაინის სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება.
– ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლში 22 ათასი მშვიდობიანი მოსახლე იქნა მოკლული და 30 ათასზე მეტი რუსეთში იძულებით გადასახლებული. ამ ინფორმაციას უკრაინელები ავრცელებენ.
– მარიუპოლში წუხელ რუსების მხრიდან გაურკვეველი ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. თავდაპირველად საუბარი იყო ზარინზე, მაგრამ მისი მოქმედება ძალიან სწრაფია და დიდ მსხვერპლს ქმნის ერთდროულად. ზარინს რუსები სირიაში იყენებდნენ ასადის მთავრობასთან ერთად. უშუალოდ რა იარაღი იქნა გამოყენებული ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ “აზოვი” აცხადებდა დღეს, რომ დაშვებულთა მდგომაროება უმჯობესდება. გუშნდელი ამბით რუსეთმა აშკარად მოსინჯა როგორი იქნებოდა საერთაშორისო რეაქცია ამ ყველაფერზე. რადგან მაინცდამაინც მძაფრი არ ყოფილა შესაძლებელია კრემლის დავალებით ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო მასშტაბური გახდეს არამხოლოდ მარიუპოლის, არმედ მთელი რიგი უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ.
– წუხელ მარიუპოლში რუსებმა ჩრდილოეთით, მეტალურგიული ქარხანა მოწყვიტეს კალმიუსკის რაიონს. რუსეთის მცდელობაა ცალკეულ რაიონებად აწარმოონ შეტევა ქალაქზე და მისი ნაწილნაწილ დაკავება შეძლონ. თუმცა ამჯერად შეძლეს საზღვაო ქვეითებმა შიდა ალყის გარღვევა და “აზოვის” ნაწილებთნ კვლავ აღადგინეს სრული კონტროლი. რუსებმა ამ შიდა ალყის შეკვრისა და შემდგომ კონტრშეტევის შეკავებისათვის ათეულობით სამხედრო გასწირეს, გამარჯვებულები მაინც უკრაინელები დარჩნენ.
– ხარკივის რაიონში, იზუმის აღმოსავლეთით, ბოროვსთან რუსული პოზიციები იქნა დაბომბილი.
– უკრაინელებმა ოკუპირებულ დნესტრისპირეთთან (მოლდოვა) და ბელარუსთან საზღვრები გაამაგრეს.
– ბელგოროდიდან (რუსეთი) ხარკივისაკენ მიმავალი რკინიგზა განადგურებულია. რა პირობებში მოხდა ეს უცნობია.
– აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ გადამზადებული უკრაინელი სამხედროების ნაწილი უკვე შინ ბრუნდებიან და მალე უკრაინის დაცვას შეუდგებიან.
პოლიტიკური ნაწილი:
– სავარაუდოა რომ ფინეთსა და შვედეთს ნატოში დაჩქარებული წესით ზაფხულშივე მიიღებენ. რუსეთმა ამის საპასუხოდ ვიბორგთან (ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი) დიდი სამხედრო კოლონა გააგზავნა მუქარის დემონსტრირებისათვის, რაც ღიმილისმომგვრელია. ფინეთი როგორც უბლოკო სახელმწიფო უმწეო არ ყოფილა არასდროს დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ნაწილები ყავს, რომლებიც განსაკუთრებით თავდაცვითი ომისათვის არიან მომზადებულები. არანაირი შანსი არაა ფინეთს რუსეთისაგან რაიმე დაემუქროს, მით უფრო ახლა, მაგრამ ჰიპოთეტურად ასეთი სცენარი რომ დავუშვათ რუსეთის არმია ისეთ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება რომ 1940 წლის ლამის კატასტროფული თავდასხმა ფინეთზე ლამაზ ისტორიად მოეჩვენებათ.
– გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, რომელიც უკრაინში ვიზიტს გეგმავდა ზელენსკიმ არ მიიღო, რის გამოც ვიზიტი ჩავარდა. ამის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის პოზიციაა, რომლის მიხედვითაც გერმანიის პრეზიტენტმა ჯერ რუსეთთან უნდა ჩამოიყალიბოს მკაცრი პოზიცია და მერე ჩავიდეს კიევში. ეს ძალიან საინტერესო ნაბიჯია ოფიციალური კიევის მხრიდან, რადგან გერმანიის ასოცირება აგრესიულ სახელმწიფოსთნ ყველაზე ნაკლებად სურთ ოფიციალურ ბერლინში. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ისინი უკრაინასთან მიმართებით მეტ დათმობას განახორციელებენ.”
კომენტარები