ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“ხო გაგახარეს გუშინ ჩვენმა საზღვაო ქვეითებმა, რო გაარღვიეს ურდოს ბლოკადა და დაყკავშირდნენ ისევ აზოვის ლომებს?! აბა რაა. კიდევ ბევრს გაგვახარებენ. უკრაინაში შეყვანილი ურდოს თითქმის მეოთხედი მარიუპოლის აღებას ცდილობს და სინამდვილეში სიკვდილს იღებს! ლეგენდარული მარიუპოლი გმირულად დგას და იდგება ბოლომდე!
დღეს გამოაცხადებენ ოფიციალურად დეტალებს, მაგრამ ცნობილია რომ აშშ კიდევ 750 მილიონი დოლარის შეიარაღებას მისცემს, მათ შორის ვერტმფრენებს და საარტილერიო-სარაკეტო სისტემებს! ასევე აშშ არ არის წინააღმდეგი, რომ სლოვაკეთმა მიცეს მიგ 29 თვითმფრინავები ჩვენებს!
ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დადგა უკვე და ურდომაც ჰაერში კუდი ამოიძუა! ნუ, 1 სუ-25 მაინც დაჯდა #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ს კურსზე. 2 საპარადო საცხრამაისო ტ-80 იც აერთვათ ფაშისტებს, სხვები კი დაბუგეს ჩვენებმა ხარკოვთან! ახლა პოლონელების მიცემული ტ-72 ები რო ამოიქოქება, ურდო სულ მთლად გაცამტვერდება!
როგორც ვამბობდი, პუტინს მოლაპარაკება არ აინტერესებს! არც იქნება! მხოლოდ რუსეთის კაპიტულაცია იქნება! 9 მაისს ვერაფრით იტრაბახებს და მერე კიდე ახალ წყება გენერლებს და მონა ხელქვეითებს დაიჭერს!
აშშ ს პრეზიდენტმაც ახსენა უკვე გენოციდი. გამყარდება ეგ მსოფლიოში და დაისჯება პუტინი, მისი ურდო და მისი ხალხი უკრაინელი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები