საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ონლაინ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი და წერს:
“ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს პარლამენტარებს საქართველოდან თავიანთი თვალით ნახონ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!
გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიპოვით ყველა შეხების წერტილს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. და ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც განგვასხვავებს”
კომენტარები