დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოებს.
“აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობაზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების კვალდაკვალ, ვუწესებთ სანქციებს მათ, ვინც, მხარს უჭერს უკანონო სეპარატისტულ რეგიონებსა და მონაწილეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში“, – თქვა მინისტრმა ლიზ თრასმა.
მთლიანობაში ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში 206 პირი მოხვდა, მათ შორის 178 სეპარატისტი, 6 ოლიგარქი, ახლო წრე და თანამშრომლები, დამატებით კიდევ 22 პირი.
ხუთშაბათს კი ამოქმედდება კანონი, რომელიც კრძლავს ფოლადისა და რკინის ნაწარმის, ასევე, ფუფუნების საგნების იმპორტს.
კომენტარები