ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის პრეზიდენტები დღეს უკრაინაში ჩავიდნენ. მოგვიანებით, ისინი ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდებიან, თუმცა, მანამდე რუსეთის მიერ დაბომბილ და განადგურებულ ბოროდიანკას ესტუმრნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ რუსული ჯარის ჩადენილი ჩანაშაულებები. მათ მასპინძლობდა უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი.
4 ქვეყნის პრეზიდენტმა ფართომასშტაბიანი სანქციების გამკაცრების და განვრცობის აუცილებლობაზე და აგრესორი მხარის პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.
კომენტარები