CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ გეგმავს გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს.
“ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს.
არიან კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ბირჟის საშუალებით ვცდილობთ და თუ ეს შევძელით, ოჯახებისთვის ფასების სტაბილიზაციას შევძლებთ. ევროპულ საბჭოზე ამ იდეის გაჟღერებას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ”.
კომენტარები