ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე:
“უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ოდესის ოლქის წარმომადგენელის მიერ დადასტურდა სარაკეტო კრეისერ “Moskva”-ს დაზიანების ფაქტი…
აღნიშნული საზღვაო ხომალდით რუსები ბომბავდნენ აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს და გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ბაბუშერას აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება კრეისერ Moskva-ს უკავშირდება…
სარაკეტო კრეისერმა რამდნიმე დღის წინ მიიღო შევსება ფრთოსანი რაკეტების (Kalibr-ის ტიპის) მოქმედების რადიუსი 1500-2500კმ) მარაგი ყირიმის პორტ სევასტოპოლში და ოდესის აკვატორიისაკენ დაიწყო გადაადგილება, უკრიანის შეარაღებულ ძალებში არსებული ხომალდსაწინააღმდეგო სისტემა Neptune-ით (დაფარვის ზონა 25-280 კილომეტრი) მოხდა სავარაუდოდ მისი დაზიანება როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობას…
ამ დროისათვის კრეისერი მოსკვა იწვის და მიმდინარეობს ეკიპაჟის (რომელიც შეადგენს 510 სამხედროს) ევაკუაციის პროცესი, გამომდინარე იქედან რომ კრეისერის სარაკეტო მარაგები შევსებული ჰქონდა დაბომბვის შედეგად დიდი დეტონაცია უნდა მომხდარიყო რაც მინიმალურს ხდის მისი გადარჩენის ალბათობას…
ომის მიმდობარეობის დინამიკიდან თუ ვიმსჯელებთ, მანამდეც რამდენჯერმე საკმაოდ ახლო მანძილზე მიუხლოვდნენ ოდესის აკვატორიას რუსული რაპუჩას კლასის სადესანტო ხომალდები, თუმცა მანამდე არ ფიქსირდებოდა ნეპტუნის გამოყენება, უნდა ვივარაუდოთ რომ რუსული სარაკეტო კრეისერის დაზიანება მოხდა ხმელთეზე ბაზირებადი ხომალდსაწინააღმდეგო ჰარპუნის კლასის სისტემებით და არა სამამულო წარმოების ნეპტუნით, თუმცა დეტალები ზუსტდება…
მანამდე ომის პირველ ეტაპზე ოდესის აკვატორიაში რუსული გემების დაბომბვა მოხდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით და 2 ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, როგორც ამას უკრაინული წყაროები ამბობენ, შესაბამისად ამერიკილი ხომალდსაწინააღმდეგო ჰარპუნის სისტემის გამოყენების ალბათობა მაღალია, თუმცა დეტალებს უკრაინული მხარე არ ავრცელებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე…
რუსული საზღვაო ფლოტის ფაქტორის შემცირებით სამხრეთის ფრონტის ნიკოლაევი-ხერსონის მონაკვეთზე უკრაინის შეარაღებული ძალები მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებენ და მათი კონტრშეტევების ეფექტურობა საგრძნობლად გაიზრდება, იმის ფონზე როცა გარდა ამერიკილი შეაღარებისა დღეს ჩეხეთმა დაადასტურა მობილური ზალპური რეაქტიური ცეცხლის სისტემების RM70-ების გადაცემის შესახებ (ეფექტური ცეცხლი მოქმედების რადიუსი 20-35კმ) მიუხედავად ამისა ძალიან დიდი საცეცხლე ძალაა შეტევაში მყოფი ქვეითების მხარდასაჭერად…
დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ერებს!
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!”
კომენტარები