უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„მე წავიკითხე პოსტი ირაკლი ოქრუაშვილზე თურმე ვიღაცამ „დააჰაჰავა,“ რადგან ის დაბრუნდა საქართველოში. თურმე უნდა მოვკვდეთ და ჩამოგვასვენონ მერე, ნახევარი საათით ფარისევლური ცრემლები რომ გადმოყარონ, ისიც სხვის დასანახად. რა თქმა უნდა არ მყავს მხედველობაში ის თბილი ქართველები ვინც გულწრფელად გვეფერებიან, „მეჰაჰავეები“ არ არიან უმრავლესობაში. ღმერთს მადლობა ამისთვის,“- წერს ნადიმ ხმალაძე და ირაკლი ოქრუაშვილისა და ალეკო ელისაშვილის შესახებ, საკუთარი თვალით ნანახ საბრძოლო ამბებს უმხელს საზოგადოებას.
„დიდი მოკრძალებით მინდა ვუთხრა ყველას. სადაც მე ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე, ეს იყო ირპენი… სანგრები… დაზვერვის 4 დღე და ღამე… 50 მეტრში რუსი ფაშისტები და კიდევ ბევრი ასეთი ადგილი, სადაც გადარჩენის 2 %-ზე ნაკლებია, იგივე ელისაშვილზე შემიძლია ვთქვა და ყველა მებრძოლზე ვინც თუნდაც ერთხელ იყო ბრძოლის ხაზზე,“- წერს მებრძოლი.
ნადიმ ხმალაძე დამცინავი კომენტარების ავტორებს, უკრაინაში იწვევს. “მოდით „ჰაჰავისტებო“ და ლვოვში მაინც ჩამოდით, ისე ნუ გგონიათ იქ არაფერი ხდებოდა. იქ სადაც ჩვენ ჩამოსვლის პირველი ღამეები გავატარეთ, ჩვენი წამოსვლის შემდეგ დაიბომბა და რომელ შენობაში და საწოლზე 3 ღამე მეძინა ქვესკნელში ჩაიტანა. ჰოდა, „ჰაჰავისტებო“ არც ლვოვში ჩახვიდეთ რადგან შარვლებს დასვრით.
აღარ მოვყვები ჩვენს ბიჭებზე, ჩვენს ჯგუფზე, თუ რა ჯოჯოხეთი გავიარეთ უკვე რამდენჯერ… რას გადავურჩით მე ცეცე, ქაცარავა და ყველა ის ბიჭი, ვინც ეს 42 დღე ომის ხაზზე ვართ.
„ჰაჰავისტებო“ ყოველთვის ვერიდები ცუდი სიტყვებით შეგამკოთ. გთხოვთ, აქ წამოსულ ნებისმიერ ქართველს თუ არ ეფერებით, ეგ თითები მაინც მოაშორეთ კლავიატურას.”
კომენტარები