პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მმართველმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 14 აპრილს სრული მობილიზაცია გამოაცხადა და პალესტინელებს ალ-აკსას მეჩეთთან შეკრებისკენ მოუწოდა.
რამადანის თვეში, რომელიც მუსლიმთათვის წმინდა თვეა, იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთის გარშემო დაძაბული სიტუაცია ხშირად იქმნება.
“ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას, ყველგან სადაც ჩვენი ხალხია. მასებს მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ ასიათასობით, რათა დავიცვათ ჩვენი ერი და ჩვენი მეჩეთი”. – გამოაცხადა ჰამასმა.
პარალელურად, ისრაელის მმართველ კოალიციაში მყოფმა ისლამისტურმა პარტია, რაამიმ მთავრობა გააფრთხილა, რომ მოვლენები კოალიციის არსებობას საფრთხეს უქმნის. კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა გასულ კვირაში დაკარგა. მას შემდეგ, რაც ის იდით სილმანმა დატოვა. ქნესეთში ადგილები მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის ამჟამად თანაბრადაა გადანაწილებული და ორივე მათგან 60-60 მანდატი აქვთ.
კომენტარები