საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არჩევნების მეორე ტურში მხარს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უჭერს.
“მე ფრანგებისთვის მორალის წაკითხვას არ ვაპირებ. მე ვარ ყოფილი პრეზიდენტი და ვიცი, რომ არჩევნებში მთავარია საფრანგეთის ერთიანობა, მისი ევროპული მომავალი და დამოუკიდებლობა. ამიტომ მოვუწოდებ ფრანგებს ხმა მისცენ ემანუელ მაკრონს. მაკრონის მხარდაჭერა ლე პენის დამარცხებას ნიშნავს“. – თქვა ფრანსუა ოლანდმა ტელეკომპანია TF1-ს საუბრის დროს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ მაკრონმა ხმების 27% დააგროვა, ლე პენმა კი 23%.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლიდანაა. საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მაშინ არჩევნების მეორე ტური ინიშნება, რომელშიც სიის სათავეში მყოფი პირველი ორი კანდიდატი მონაწილეობს. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილსაა ჩანიშნული.
კომენტარები