მარგარიტა სიმონიანმა გუშინდელ ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ვლადიმერ პუტინის ქებაში ყველას გადაასწრო. რუსი პროპაგანდისტის თქმით, რუსეთი უკრაინაში ამ ომს მოიგებს , რადგან მისი თქმით, რუსეთს “ღმერთი ეხმარება.”
„მახსოვს, 2014 წლის ამბები, როცა ყირიმი დავიბრუნეთ, როცა პუტინმა ეს გამოაცხადა, სრულიად უცხო ხალხი ერთმანეთს ეხუტებოდა და კოცნიდა. ახლაც ასე იქნება, პუტინს იმხელა მუხტი აქვს, როცა ის ომს მოიგებს, სრულად უცხო ხალხი დაიწყებს ერთმანეთის კოცნას, როგორც პუტინის ყველა გამოსვლის დროს ხდება“, – განაცხადა თვალცრემლიანმა სიმონიანმა.
კომენტარები