სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE”-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი:
“ქართული პოლიცია არის გაზარმაცებული, თან ისე, სუნთქვა და დედამიწაზე არსებობაც კი ეზარებათ. დღეს მივედი საბურთალოს პოლიციაში, განცხადება მინდოდა დამეწერა, რომ დაკარგულად გამოცხადებული პასპორტი ინტერპოლის ძებნის სისტემიდან მოეხსნათ, რათა შემძლებოდა ამ პასპორტში მქონე ვიზით, ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა.
ისიც ავუხსენი, რომ წინაზე ბრიტანეთის საზღვარზე პრობლემა შემექმნა და მითხრეს რომ შემდეგში აღარ შემიშვებდნენ, თუ საქართველოში პოლიციას პასპორტს ძებნიდან არ მოვახსენენებდი. ორი პოლიციელი კარებში ჩამიდგა და წადი წადი ეგ საკითხი საჯარო რეესტრში გაარკვიეო.
ვუღიმი და ვუხსნი თავაზიანად, რომ საჯარო რეესტრს უკვე ვესაუბრე, თქვენს ცხელ ხაზზსაც და კანონების მუხლებს და პუნქტებსაც გეტყვით თუ გსურთ და შესაბამისად განცხადება აქ უნდა დავწეროთქო. მპასუხობს ხელების ქმევით, თან ზურგი შემაქციეს და უკან უკან ყურებით მომძახიან, რომ კანონები გადასარევად იციან და ისევ საჯარო რეესტრში მიშვებენ.
მე მათ ტონს ერთი ტონი კიდევ დავამატე და ფაქტიურად ყვირილით ვეუბნები, რომ უვიცები არიან, კანონს არღვევენ და ამაზე მოუწევთ პასუხისგება. ყვირილზე გამოფხიზლდნენ.
გარდა ამისა მოვითხოვ, რომ მათ უფროსს დაუძახონ, თან ვუნმარტავ, რომ, მიცნობს ეგ მე კარგად, წინა მოსვლაზე მის ოთახში ყავა დავლიე მეთქი. როგორც იქნა ვერ გაექცნენ რა ჩემს ოჟებსა და მარყუჟებს, შემიყვანეს აწ უკვე თავაზიანად განცადების დასაწერად.
პოლიციელი გოგონა იყო. შეცბუნებულმა განცხადება დამაწერინა,მეც გულთბილი მადლობა გადავუხადე და წამოვედი. ჯერ ისევ მათ პარკინგზე ვზივარ მანქანაში და მირეკავს ზემოთაღნიშნული გოგონა პოლიციელი და მეუბნება: იცით რა არისო? საჯარო რეესტრში დავრეკეთო, ეგ პასპორტი გაუქმებულიაო და ახალი პასპორტით შედითო და ეს ვიზა აჩვენეთო.
ხელახლა ვიწყებ იმის ახსნას, რაც თავიდან შესასვლელში ორ პოლიციელს ვუხსენი. ა, კარგითო მაშინ რომ ჩაფრინდებითო, უთხარითო რომ არანაირი პრობლემა არ არისო. ჩვენ ამ პასპორტს ინტერპოლის ბაზაში ვერ ვხედავთო, მაგრამ პრობლემა არ იქნებაო. ვეუბნები კი მაგრამ, ბრიტანეთის საზღვარზე, ბრიტანელ პოლიციელს, მე რას ვეტყვი ის უფრო დააინტერესებს თუ ის, სისტემა რომ ამოუგდებს პასპორტი რომ ისევ ძებნაზეა. ამიტომ ჩემი შეკითხვა არის სრულიად მკაფიო და კონკრეტული:მოიმოქმედეთ თუ არა რამე იმისათვის, რომ პასპორტი ძებნიდან მოიხსნასთქო? არაო, მაგას ჩვენ ვერ ვაკეთებთო, მაგას საქართველოს ინტერპოლის სამსახური აკეთებსო. აქ კვლავ მიწევს კანონის მოშველიება და უკვე ხმამაღალი ტონით ვასწავლი, რომ ინტერპოლისთვის გადაცემა ჩემი განცხადების საფუძველზე მათ ევალებათ.
იქნებ სხვა ქვეყნის ინტერპოლმა დასვა ძებნაზეო? იმათ მიმართეთო. კი მაგრამ პასპორტი ხომ ქართულია? ძებნიდან ხომ თქვენ უნდა მოხსნათ? მე ხომ მე ვარ, ქართველი, თუ ქართველიც აღარ ვარ? ვეკითხები გამწარებული და უკვე ჟურნალისტების და იურისტების მიყვანით ვემუქრები.
თან დავსძენ: ვიწერ ჩვენს საუბარს და ამ სისულეებს კამერების წინ გალაპარაკებთ მეთქი, რა იყო მუშაობა გეზარებათქოო ? არ გცხვენია ახალგზრდა გოგო ხართქო? დაიბნა და ვაიმე მაცადეთ მუშაობა, პროცედურები მაქვს ეხლა გასავლელი და ეს თქვენი განცხადება შესაბამის სამსახურებშია დასაგზავნი, მაგრამ ამას დრო დაჭირდება და ვერ დაგპირდებით, რომ ორშაბათს ბრიტანეთში თქვენს ჩაფრენამდე მოესწროსო.
ჩემი იურისტი დაგიკავშირდება და მოგასწრებინებს მეთქი. და მართლაც ჩემმა იურისტმა დაურეკა და რა როგორ უნდა ექნა და რომ არ ექნა ეს მას რა პრობლემებს შეუქმნიდა იმაზე ელაპარაკა. ისიც ამუშავდა.
მერე იურისტმა მე დამირეკა იურიდიული სიტყვების კორიანტელით, რაც მე ვერ გავიგე… ისიც მიხვდა რომ ვერ გავიგე და მითხრა შენთვის გასაგებად რომ გითხრა ანუ არ ინერვიულო ხვოსტზე ვაზივარ და ამჯერად მართლა აკეთებსო .
ეს ამხელა ამბავი მხოლოდ იმიტომ გამომატარეს, რომ ისეთი მარტივი პროცედურა ჩაეტარებინათ, რაც არის პასპორტის ძებნიდან მოხსნა. არ ვიცი ესე რამ გაგაზარმაცათ, ესე როგორ არ გაინტერესებთ განათლდეთ იმ სფეროში, რასაც ემსახურებით: სოციალურ- ემოციურმა ფონმა, კოვიდ პანდემიამ, მთავრობამ, დეპრესიაში ხართ თუ ეს ყველაფერი ერთად გჭირთ, მაგრამ ძალიან სირცხვილია …”
კომენტარები