სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
“მარიუპოლი!
რადგან ყველაზე ხშირად ამას მეკითხებით, მოდით კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ მარიუპოლზე და განვიხილოთ იქ არსებული სიტუაცია!
დავიწყოთ იქედან, რომ მარიუპოლი არ დაეცემა! ეს დაიმახსოვრეთ, მარიუპოლი არ დაეცემა!
რატომ?
ყველაზე უკეთ ამ ფოტოზე ჩანს მარიუპოლის დღევანდელი მდგომარეობა! გახლეჩილო, შუაზე გაჭრილი, მაგრამ მაინც უკრაინის დროშის ქვეშ!
რამდენიმე დღის წინ საზღვაო ქვეითების ნაწილი ჩაბარდა ნამდვილად ტყვედ რუსებს! მეორე ნაწილმა კი გარისკა საკუთარი სიცოცხლე, უზარმაზარი რისკის ფასად გაჭრა შიდა ალყა და შეუერთდა აზოვის ბატალიონს! ეს ორი არანორმალური ბატალიონი კი რას დამართებს მორალურად გატეხილ რუსულ არმიას და კადიროვის ტიკტოკერებს, მაგასაც ვნახავთ!
უკრაინელების შეტევები ჰერსონის მიმართულებით ნელ-ნელა ძალებს იკრებს და მალე დიდი სიურპრიზები გველის! უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტია უკვე ორკების თავისუფალი! ყველა მოლოდინით მალე ჰერსონი თავისუფალი იქნება და ნოვა კახოვკადი იქნება მძიმე ბრძოლები! რის შემდეგაც უკვე გავალთ მარიუპოლისკენ! უკრაინის ორმხრივი შეტევა ზაპოროჟიედან და ნიკოლაევიდან ამ მიმართულებით იძლევა ძალიან დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას!
რატომ აქვს მარიუპოლს უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობა პუტინისთვის? უკვე არა იმიტომ, რომ დონბასი ლუგანსკიდან პირდაპირი გზა გაჭრას ყირიმზე, არამედ იმიტომ, რომ მარიუპოლი გახდა ის ქალაქი, რომელიც მან ვერ აიღო ვერაფრით! პრინციპის საკითხიც კი გახდა ეს ცენტრი, რომ მისმა წელში გატეხილმა არმიამ ოდნავი მოტივაცია იგრძნოს! მაგრამ ეს გეგმაც განწირულია! საინტერესო არის ის, რომ კადიროვმა აქედან თავისი გაწვრთნილი ბულდოგები გაიყვანა და დატოვა მხოლოდ მოხალისეები, რომლებიც ყოველ დღე იხოცებიან და იჭრებიან!
აზოვი, საზღვაო ქვეითები და პოლიცია კი დგას! დგას და ფიზიკურად ხომ ანადგურებს რუსებს, მაგრამ მორალურად ბეჭებზე აგდებს საოკუპაციო ძალებს!
მე პირადად ერთი ერთი ცუდი პროგნოზი მაქვს და ძალიან მინდა შევცდე! მგონია, რომ სწორედ ამ ქალაქში ეცდება პუტინი გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი! სწორედ ამ პრინციპულობის გამო! ეს ქმედება კი თუ ვინმეს დააზიანებს, მხოლოდ პუტინის ჯარი და კადიროველები იქნებიან და არა ჩვენი ძმები! (ნუ მკითხავთ რატომ, ვერ გიპასუხებთ, არ შეიძლება, უბრალოდ დამიჯერეთ)!
ასე რომ მარიუპოლი არის ის ბასტიონი, რომელსაც პუტინი ვერ აიღებს და სწორედ ამ ქალაქიდან იწყება მისი წაგების ოფიციალურად გაფორმების პროცესი!
ძალიან მალე გავიმარჯვებთ! ძალიან მალე, აგერ თქვენ და აგერ მე!
დიდება ლეგენდად ქცეულ მარიუპოლს და მარიუპოლის ლეგენდარულ დამცველებს, სადაც არა ერთი ქართველია!
პ.ს. მე მაპატიეთ, შეიძლება ვერ გპასუხობთ ყველას ინფივიდუალურად და ასე ვეცადე გამეცა ყველასთვის პასუხი!”
კომენტარები