უკრაინაში მოხალისედ მყოფი, “შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი:
“დღეს კიდევ 3 ქართველი გმირის სიცოცხლე დასრულდა უკრაინის მიწაზე. ალიკა ცაავა აქ კიევში გავიცანი, ჩვენ ერთ უწყებაში ვართ, ის პროფესიონალი მეომარი იყო, მამა აფხაზეთში ომობდა და იქ მოკლეს რუსებმა, ალიკა კი – აქ.
Მე ეგეთი მხიარული მეომარი არ შეხვედრია, სულ იცინოდა, ცოტაც მოითმინე კარგად “დაამუღამე” იარაღი და მერე ჩემთან წაგიყვანო, მეუბნებოდა. Ბოლოს შტაბში შევხვდით, ერთი ოთახში ვცხოვრობდით, ბევრი ვიცინეთ, დილას 6 საათზე ეგ და ბაბუ წავიდნენ, დავემშვიდობე და… თურმე სამუდამოდ.
4 დღის წინ დავურეკე, მოვიკითხე, კარგად ვართო, მითხრა. საშინელი ომია, გავიცნობ ადამიანს და მეორე დღეს აღარაა. Მშვიდობით ბიჭებო, იმედია მალე გაიმარჯვეს სიკეთე ამ ბოროტებაზე.”
ვინ არიან ქართველები, რომლებიც დღეს უკრაინაში დაიღუპნენ (ფოტოები)
კომენტარები