დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“მარიუპოლის მთელი გეოგრაფია შევისწავლე ერთადერთი მიზნით – დამედგინა, თუ გადარჩენის რა შანსები აქვთ აზოვის ბატალიონის ბიჭებს.. გვესმის რომ მიზერული, მაგრამ მაინც სული უფრო მშვიდადაა, როდესაც რაიმე ხელჩასაჭიდს პოულობ კაცი..
მაქვს განცდა, რომ ისინი იბრძვიან არა მხოლოდ ქალაქისთვის ან უკრაინისთვის, არამედ ჩემთვისაც, შენთვისაც, ჩემი ქვეყნისთვისაც და ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ხვალინდელი დღე.
ქალაქის ირგვლივ, განსაკუთრებით შემოსასვლელებში, უამრავი მსხვილი ობიექტია (ქარხნები და ფაბრიკები), სადაც პირველადი დაცვითი ჯებირები მოეწყო. რუსულ არმიას მათი გადალახვა გაუჭირდა.
სანაპირო ზოლში, პორტიდან რკინიგზის სადგურამდე, 3 კილომეტრის სიგრძის რკინა-ბეტონის ზღუდეა..
აზოველებმა ყველა ამ სტრატეგიული პუნქტის სამხედრო პერსპექტივა იდეალურად გათვალეს და გამოიყენეს.
საკუთრივ აზოვსტალი, სადაც ამჟამად მარიუპოლის დამცველები არიან ლოკალიზებულნი, თითქმის გლდანის სიდიდის ტერიტორიაა ქალაქის ცენტრში. მას ნახევარკუნძულის განლაგება აქვს – დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან პატარა მდინარე კალმიუსი არტყამს, რამდენიმე საავტომობილო ხიდით. ამ მიმართულებებიდან პირდაპირი სახმელეთო იერიში შეუძლებელია. სამხრეთიდან ზღვა ესაზღვრება გაშლილი ქვიშიანი სანაპირო ზოლით. აქედან შემოსული ნებისმიერი ბუზიც კარგად ჩანს. ტერიტორიის სუსტი მხარე აღმოსავლეთია, მარცხენა სანაპიროს რაიონი, მჭიდროდ ჩამწკრივებული საცხოვრებელი კორპუსებით. ეს რაიონი მიწასთან არის გასწორებული.
აზოვსტალი პრაქტიკულად მიუდგომელია, ის გიგანტურ ციხე-სიმაგრეს ჰგავს, ათეულობით მძლავრი შენობა-ნაგებობით, გვირაბებით და ბუნკერებით. რთულად წარმოსადგენია, რომ საარტილერიო ცეცხლით იქ თავშეფარებული აზოველები მორალურად გატეხონ და ტყვედ ჩაბარება აიძულონ. ამას ვერც ქიმიური იარაღის გამოყენებით შეძლებენ, მომწამვლელი აირის გავრცელებისა და მოქმედების სპეციფიკის გამო.
რთული სათქმელია თუ რამდენად დიდი მარაგი აქვთ აზოველებს წყლის, საკვების, მედიკამენტების, ტყვია-წამლის..
თუკი უკრაინას სასწრაფოდ მიაწვდიან საჭირო შეიარაღებას და ტექნიკას, აზოველების დახსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. სიბრაზის მომგვრელია ზოგიერთი დასავლელი ლიდერის უპრინციპობა, სიმხდალე და სირაქლემას პოზიციაში დგომა, თითქოს ეს მათი ომი არ არის. ყველას ესმის, რომ თუკი აქ საბოლოოდ არ დამარცხდება, რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება, ძალას მოიკრებს და ბალტიის ქვეყნებისკენ, პოლონეთისკენ და ფინეთისკენ გაიწევს. უკვე დღეს ამღვრევს წყალს იაპონიის წყლებთან ახლოს და ღიად იმუქრება ბალტიის ზღვაში ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით.. ყველას ესმის, ამ უსახური გვამების გარდა.
მაკრონი, ორბანი, შტაინმაიერი, ლე პენი და სხვები.. წყალმა უნდა ჩარეცხოს ეს პოლიტიკური პროსტიტუტები..
დაბოლოს.. ბევრს გაუჩნდა კითხვა თუ რატომ არიან აზოველები ყველა დროის უდიდესი გმირები? იმიტომ რომ ისტორიას არ ახსოვს, რომ ასეთ უთანასწორო და ინტენსიურ ბრძოლაში ორი თვის მანძილზე გაეძლო ვინმეს. ისინი ჯერ კიდევ მაგრად დგანან და სანამ ერთი აზოველი მაინც ცოცხალია, საბოლოოდ გამარჯვების შანსიც არ არის დაკარგული”
კომენტარები