ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე:
“Google-მა შეწყვიტა რუსული საიდუმლო ობიექტების გადაფარვა თავის რუკებზე.
Google Maps სერვისში რუსეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდება მაქსიმალური გარჩევადობით, კოორდინატებითა და გეოლოკაციით…
მარტივად რომ ვთქვათ უკრაინის არმიასათვის ეს არის წინა მოსამზადებელი პროცესი სანამ ისინი უშუალოდ მიიღებენ შორი მოქმედების მრავალფუნქციურ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ასევე ოპერარიულ-ტაქტიკურ რაკეტებს Himars-ების გამშვებთან ერთად (MGM-140, მოქმედების რასიუსი 300-500კმ) ბუნებრივია თუ ექნება შესაძლებლობა უკრაინულ არმიას ისინი დაბომბავენ უკრაინის ტერიტორებთან ახლომდებარე ავიადრომებს და ლოჯისტიკურ ხაზებს: კურსკში, ბრიანსკში, ბელგოროდში…
ობიექტები ფოტოზე:
1. ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი“;
2. ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზა მურმანსკთან;
3. მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში;
4. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიცია;
5. საჰაერო ბაზა კურსკთან ახლოს, საიდანაც ხდება რუსული ავიაგამადგურებლების მიერ უკრაინის ქალქების დაბომბვა.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ სამხედრო ობიექტების რომელიც Google-მა უკვე გადაფარვა მოხსნა, შესაბამისად რუსული არმიის გადაადგილების დაფიქსირება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი…
უკრაინაში ბრძოლას იგებს უკრაინელი ჯარისკაცი, სტრატეგიულად ომს იგებს ლოჯისტიკა, ხოლო რუსეთის ბოროტების იმპერიას ამ ყველაფერთან ერთად ამარცხებს დასავლეთის მიერ გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები…
დიდება გმირებს!”
კომენტარები