ქალაქ ხარკოვის ასნოვიანსკის რაიონში არტშეტევის დროს აგრესორებმა საბავშვო მოედანი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხარკოვის პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების მონაცემებით, 18 აპრილს, 12 საათზე, ოკუპანტებმა დაცხრილეს ხარკოვის ასნოვიანსკის რაიონი, ჭურვი დაეცა საცხოვრებელ სახლთან მდებარე საბავშვო მოედანს.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ქალი და მამაკაცი, დაზიანება მიიღო რამოდენიმე საცხოვრებელმა სახლმა. – ნათქვამია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის პროკურატურამ ომის კანონების დარღვევისა და წინასწარ განზარხულ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კომენტარები