დღეს, 18 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა, გვიან ღამით, ხარკოვში მდებარე ეკლესია დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს და წერს, რომ ფერისცვალების ეკლესიას თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ.
ეკლესიაში ჩამსხვრეულია ყველა ფანჯარა და კარი, დაზიანებულია საკვირაო სკოლის შენობაც. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები