დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე:
“ჩამოვყაროთ “იტოგში” პუტინმა რა მიიღო:
1. უკრაინის “დენაციფიკაციის” ნაცვლად ერთ მუშტად შეკრული ნაცია;
2. დემილიტარიზაციის ნაცვლად კბილებამდე შეიარაღებული და ომში გამობრძმედილი ჯარი;
3. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობისგან ყვავილების ნაცვლად პანღური;
4. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების ნაცვლად შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობის პერსპექტივით;
5. დემორალიზებული ჯარი და დახოცილი გენერლები;
6. ათასობით განადგურებული სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, რომლის ჩანაცვლების საშუალება არ აქვს;
7. გაშიშვლებული კორუპცია და ინტელექტუალური პრობლემები ჯარსა და დაზვერვაში;
8. პრობლემები სამხედრო ტექნოლოგიებში და მაკომპლექტებელ ნაწილებში;
9. პრობლემები ეკონომიკასა და ფინანსებში;
10. განადგურებული რეპუტაცია;
11. უბრალო ადამიანების ზიზღი და მიუღებლობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
12. საკუთარი მესიანური იდეოლოგიის სრული კრახი, დამცირება და ისტორიაში მკვლელის სახელით შესვლა.
და ეს მაშინ, როცა ჰქონდა პატივისცემა, უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა, განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები.
აი, რათა მერე, რათა ???”
კომენტარები