აშშ-დან გაგზავნილი 800-მილიონიანი სამხედრო ტექნიკის ნაწილი უკვე უკრაინაშია. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი აშშ-მ უკრაინისთვის რამდენიმე დღის წინ გამოყო.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე უწყების სპიკერმა ჯონ კირბიმ, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენონ აშშ-ის მიერ გაგზავნილი ჰაუბიცები უკრაინელმა სამხედროებმა და თქვა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს თავად ამერიკელი სამხედროები დაეხმარებიან და გადაამზადებენ.
“ვინ ჩაატარებს ტრენინგს და კონკრეტულად რა ვადებში მოხდება ეს, საუბრისგან თავს შევიკავებ… ვფიქრობ, რაც უფრო მოახლოვდება ამის დრო, მეტ საუბარს შევძლებთ. შესაძლოა, ეს ტრენინგი რამდენიმე დღეშიც შედგეს” – ამბობს კირბი.
კომენტარები