პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წერს:
“დილა მშვიდობისა მეგობრებო! 15 ათასი კაცით უტევს ურდო ლეგენდარულ მარიუპოლის აზოვსტალუს ტერიტორიას, ბომბავს უმძლავრესი ჭურვებით და რაკეტებით, მაგრამ გმირულად დგანან დამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები! გუშინ კიდევ 1 თვითმფრინავი, 4 დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტა, 10 ტანკი, საარტილერიო სისტემა და ჯავშანმანქანები გაუნადგურეს ჩვენებმა ურდოს!
ურდო გადავიდა ბოლო შეტევაზე აღმოსავლეთ უკრაინაში დინბასის მიმართულებით! ისვრიან ყველა ტიპის, ზომის და სიმძლავრის რაკეტებს და ჭურვებს! ბოლო ბოლო მოუყარეს თავი 75 ტაქტიკურ ბატალიონს! საიდან აღარ მოხვეტეს, რო რაოდენიბა გაეზარდათ!
სამაგიეროდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰყავთ საუკეთესო ნაწილები ამ მიმართულებაზე! აღდგომამდე და მერე 9 მაისამდე ძალიან ეცხელება აღმოსავლეთით და სამხრეთით, მაგრამ სწორედ ამ ბრძოლებში დასამარდება საბოლოოდ რუსული ურდო!
აშშ-ს პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა პარტნიორებთან, ნატო-ს და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად! სახელმწიფო დეპარტამენტი შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას! პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს გადასცა შევსებული ევროკავშირის წევრობის კითხვარი!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები