უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ოკუპანტების შეტევები კიდევ ერთ თვეს გასტანს:
“არ უნდა იყოს არანაირი ილუზიები, სარაკეტო დარტყმები ჩვენ ქალაქებზე ომის დასრულებამდე გაგრძელდება და უსაფრთხო ადგილები ამ დროისათვის არ არსებობს. კიდევ ბევრი რაკეტაა, ისინი ძირითადად, დარტყმებს საჰაერო ბაზირების რაკეტებით ახორციელებენ, რომელიც უკრაინამ ბუდაპეშტის მემორანდუმის რეზულატების შედეგად გადასცა. ირონიაც ამაში მდგომარეობს. მათ ასეთი ასობით რაკეტა აქვთ, იმის გათვალისწინებით კი, რომ რაკეტის ზალპში, როგორც წესი, რამდენიმე სარაკეტო ზალპია, შეძლება გამოვითვალოთ, რამდენი სარაკეტო ზალპი დარჩათ,მე ვფიქრობ, რომ იერიშები კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, აქ ილუზიებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, – ამბობს არესტოვიჩი.
არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ოკუპანტები მთელ სარაკეტო მარაგს უკრაინაზე არ გამოიყენებენ და მათ ნაწილს ნატოსთან საშნელი ომისთვის შეინახავენ.
კომენტარები