ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მარიუპოლსა და ხარკოვში. რუსეთის შეტევის ახალი ეტაპის დაწყება უკვე დაადასტურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 18 აპრილს მტერი აქტიურად ბომბავდა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებს. რუსული მედია წერს, რომ მარიუპოლის მცველებს დანებებისთვის 2 საათი მიეცათ.
ვრცელდება ასევე ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება, თითქოს ისინი მარიუპოლს დღეს აიღებენ:
“მინდა გავახარო ხალხი, რომელსაც უკრაინაში მშვიდობის ნახვა სურთ. ყოვლისშემძლე ალაჰის დახმარებით დღეს მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე სრულ კონტროლს დავამყარებთ”, – აცხადებს კადიროვი.
.
კომენტარები