უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები უიმბლდონის პირველობაზე ვერ იასპარეზებენ. ამის შესახებ ცნობებს სხვადასხვა მედია ავრცელებს,
გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურნირზე ვერ გავა მსოფლიოს მე-2 ჩოგანი დანიილ მედვედევი. ეს აკრძალვა უიმბლდონს აქცევს პირველ ჩოგბურთის ღონისძიებად, რომელიც პირდაპირ შეზღუდავს ცალკეულ სპორტსემენებს. The New York Times წერს, რომ სამშაბათს ეს მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისუბრა.
უიმბლდონის შეჯიბრება 27 ივნისს დაიწყება.
კომენტარები