ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე:
“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსს ტერორისტებს მარინკადან უკან დაახევინეს 18 კილომენტრით და საბრძოლო მოქმედებების ფრონტის ხაზი 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებამდე აღადგინეს.
უკრაინის სამხედრო დანაყოფები ამ კარგად შესრულებული სამხედრო ოპერაციით მიუახლოვდნენ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკს და რუსების მიერ მობილიზებულ ლოჯისტიკურ მარაგების დამუშავება, როგორც დონეცკში ასევე ჰორლივკაში შესაძლებელი ხდება, დონეცკის მიმართულებაზე უკრაინული არმია ფლობს ოპერატიულ ინიციატივას რაც ბოლო ორი დღის ბრძოლების შედეგად გამოიკვეთა…
ტოკმაკიდან მიმავალი საბრძოლი მასალებით დავტირთული სატრანსპორტო საშუალებები ორეხოვიდან უკრაინული საარტილერიო ცეცხლით იქნა დაბომბილი და სრულიად განადგურდა, შესაბამისად ქალაქ პოლოგნის მიდამოებში მდებარე რუს საოკუპაციო ძალებს ლოჯისტიკურ ხაზი მოეშალათ, შესაბამისად მათმა შეტევების როგორც ეფექტურობამ ასევე ინტნესივობამაც იკლო, სამხრეთის ფრონტის ზაპოროჟიის მიმართულებაზე რუსების ყველა მცდელობა ჩაიშალა მათ არ გამოუვიდათ ფრონტალური შეტევა (ფრონტის ამ მონაკვეთზე მოსალოდნელიც იყო)
ხერსონი-ნიკოლაევში რუსული ძალების ფლანგიდან შემოვლა კრივოი როგის მიმართულებაზე და ნიკოლაევზე შეტევის დაწყების მცდელობაც კი ჩაეშალათ რუს საოკუპაციო ძალებს, ეფექტურად იმუშავა კრივოი როგში განთავსებულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა და მოწინააღმდეგის პოზიციები ეფექტური ცეცხლით დაამუშავა…
რუსებმა დაიწყეს მოლაპრაკებებზე საუბარი უკრაინულ მხარეთან, რაც პოლიტიკური პოზიციებიდან გაჟღერდა, ასევე დაანონსეს დაკავებული ტერიტორიებზე რეფერენდუმების გამოცხადების შესახებ (ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი) რაც თავის მხრივ მიუთითებს იმ ფაქტზე რომ მათ მიერ დაგეგმილი ომის მეორე ეტაპი მარცხისაკენ მიდის, შესაბამისად უკრაინული მხარე გამორიცხავს რაიმე ფორმით კონფლიქტის გაყინვას ან მოლაპარაკებებს ომის შეწყვეტაზე (მარიუპოლი იყო ერთ-ერთი ფაქტორიც) სანამ ბოლო რუსი ოკუპანტი არ დატოვებს უკრაინას!
უკრიანა აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება გმირებს!“
კომენტარები