თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
“ჩემი გუშინდელი პოსტი ,,ალიას” დაუდევს სათაურით ,,ბიძინას ნიჭი” და ატყდა გნიასი.
ნაცმოძრაობის ფანებმა იფიქრეს, რომ ბიძინას ნიჭს ვაქებდი და წაუკითხავად დაიწყეს ლანძღვა-გინება.
ქოცნების მომხრეებმა ნაცებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს პოსტი წაიკითხეს, იქ ბიძინას კრიტიკა აღმოაჩინეს და ასევე ლანძღვა -გინება დაიწყეს.
ამ დროს ნაცები, მარტო სათაურებს რომ არ კითხულობდნენ, წესით, გახარებულები უნდა ყოფილიყვნენ ყოვლადბოროტი რუსი ოლიგარქის კრიტიკით, რომელსაც ცხრაკლიტულში ყავს გამოკეტილი მათი ცოცხალი ღვთაება, პუტინის რისხვა-და ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ფარნავაზ-დავით- ცოტნე დემეტრე – და ა.შ. მიხეილ სააკაშვილი.
ქოცნება, როგორც ყოველთვის, კოგნიტიურ დისონანსშია.
ბიძინას უცდომელობის დოგმატს მკვეთრად ეწინააღმდეგება მისი ხათრით არჩეული და მისივე ყველაზე საძულველი ყოფილი ფავორიტ-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
რაც მთავარია, პოსტი ეწინააღმდეგება სამყაროს აღქმის შავ-თეთრ, იგივე ან-ან-ისტურ ჩვევას, რომლის უფსკრულებიდან განუწყვეტლივ ამოიზრდებიან მახინჯი კერპები.
მოკლედ, ამათ ყურადღებაც არ უნდა მიაქციო-თავისი ჭირი ეყოფათ.
მართლა, ჭირზე გამახსენდა-გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და კომპანია ხომ არ გამოჩენილან სადმე, რაღაც ძალიან დაიკარგნენ, მოიწყინა ხალხმა.”
“საოცარი ნიჭი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს მომადლებული…” – სოსო მანჯავიძე
კომენტარები