მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ გვერდზე, Lukrecio Bakanidze, წერს:
“ვიღას ეხსომება ამერიკელი საზღვაო ქვეითები თუ მწვანე ბერეტები, ნინძები თუ შაოლინელი კუნფუისტი ბერები, მათზე გადაღებული ფილმები და ოთახში გაკრული პლაკატები: მათი დიდების მზე ჩაესვენა უკვე მარიუპოლში.
და გამოჩნდება მალე ჰოლივუდური ბლოკბასტერები აზოვის ბიჭებზე, და აზოვის ბატალიონის გერბი გახდება ბრენდი და გმირობის სიმბოლო, და მის ტატუს გაიკეთებენ მსოფლიოს თინეიჯერები და ყველას ეცოდინება ამ ბიჭების სახელები და გვარები, და სადღაც ზულულენდის მიყრუებულ სოფელშიც კი ინატრებს ბავშვი – დიდი რო გავიზრდები მეც აზოველი გავხდები! და
აგერ მეც ორი რამის მშურს მარტო – ფოლკნერის ნაწერის და აზოველების სულიერი ძალა და ნებისყოფა, და ჩემს ეროვნულ თავმოყვარეობას თუ აქამომდე მხოლოდ ქართული ფოლკლორი და ჩვენი ენდემური თევზი მურწა უხიცინებდა საამოდ და სხვა არაფერი, ახლა ისიც მეამაყება რო აზოვის ბატალიონი ქართველებმა შექმნეს! მოვა დრო და დავწერ რაიმეს მარიუპოლზე. კაის დავწერ.”
კომენტარები