დეპუტატი, ლევან იოსელიანი:
NDI-ის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 65 %-ისთვის არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის მისაღები, რაც ძალიან კარგად ასახავს ქართულ პოლიტიკურ რეალობას. პოლიტიკოსებს ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად მოგვიწევს პოლარიზაციაზე და იმ ორ პარტიაზე საუბარი, რომელთა რეიტინგიც დღითიდღე ეცემა.
თუმცა, ამ კვლევებით ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დასავლეთში ინტეგრაციას კიდევ უფრო აქტიურად ემხრობა, ძირითად საფრთხედ მიიჩნევს რუსეთს და მხარს უჭერს უკრაინას. რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა შეგვეშალოს განცხადებების ფორმულირება პოლიტიკოსებს, ხალხი საკუთარ არჩევანში არასდროს ცდება.
კომენტარები