დღეს წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა ტრადიციული საქველმოქმედო აქცია-ღონისძიება ”იჩქარეთ, აკეთეთ სიკეთე!”, რომელშიც მონაწილეოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები, ფოლკლორული ანსამბლი ”მამული”, სახელოვნებო განყოფილების პედაგოგთა ჯგუფი ”ჰარმონია” ვოკალური ანსამბლი ”ნოტები” და სხვები. (ღონისძიების ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია). ღონისძიებას უძღვებოდნენ: სალომე მიქავა და ანდრო სონგულია.
შეგროვილი თანხა 1735 ლარი ჩაირიცხა სპეციალურ ანგარიშზე, საჩინოში მცხოვრებ 3 წლის დემეტრე ძაძამიასთვის, რომელიც ლეიკემიას ებრძვის და ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
შემოწირულობები ისევ გძელდება! ვისაც გაქვთ დახმარების სურვილი დაუკავშირდით კომისიის წევრებს ტელეფონზე:
599 85 71 08,
591 05 60 85,
591 05 61 00
კომენტარები